LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვფიქრობ, რომ ლენოს ეპიზოდში გადავრჩი… 36 გამოტოვებული ზარი დამხვდა, მაშინვე მივხვდი, რაც მოხდა“…გიორგი გვარჯალაძე შვილის გარდაცვალებაზე

1279
ფორტუნა (8)

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე გადაცემაში „როგორ გადავრჩი“ ცხოვრების ტრაგიკულ მომენტზე, შვილის დაკარგვაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, მას შვილთან სხვადასხვა თემაზე უთანხმოება ჰქონდა, რამაც მამა-შვილის ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები წარმოშვა.

ოთხი წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზე გიორგი ამბობს:

„ამ თემაზე საუბარი არაა რთული, იმიტომ რომ მომხდარზე უწყვეტ რეჟიმში ვფიქრობ და თან რომ ვილაპარაკო, ეს ნამდვილად არ მიჭირს. შეიძლება რაღაც მომენტში გული ამიჩუყდეს, ეს შეიძლება ძალიან ბედნიერ მომენტშიც დამემართოს.

მე არ ვფიქრობ, რომ გადავრჩი ლენოს ეპიზოდში. იქ ყველგან გადავრჩი. აქ ვეღარ, იმიტომ რომ ფიზიკის კანონების წინააღმდეგ იყო ყველაფერი.

მანამდე ბათუმიდან ჩამოვიდნენ ლენო, ლულუ და ნინი. ამის პრეისტორია კი იყო, რომ ლულუ მეუბნებოდა, რომ არ მემორჩილება ლენო და რომ ჩამოვალთ, შენ კარგად დაელაპარაკე. ორ პროექტს შორის ვიყავი და არ მეცალა, ლენოს „დასაკაჩავებლად“. მოკლედ მივიღე საშინაო დავალება.

არაფერში არასდროს შემიზღუდავს.

ძალიან ვმეგობრობდით, ჩემ ტანსაცმელს ვთხოვნიდი ხოლმე. რომ იტყვიან, გადაუარა, მაგრამ არ მედარდებოდა. მომწონდა, რომ ჩემ შვილს, გოგოს ჩემი ტანსაცმელი ეცვა.

მივიღე ეს საშინელი დავალება, რომელიც ცუდად შევასრულე. სახლში რომ მივედით, მარკეტში ჩავიდა, ვურეკავდი და ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ამოვიდა და თქვა, რომ დაუჯდა. შეეძლო მალევე ამოსულიყო, ან უბრალოდ დაეძახა, რომ ტელეფონი დასატენი აქვს.

მოკლედ, ვიკამათეთ და დავარტყი.. შემეძლო, სამსახურში არ წავსულიყავი, მაგრამ წავედი.. სტუდიიდან რომ დავურეკე, მითხრა სძინავსო. კი გამიკვირდა, მაგრამ დავიძინე მეც.

სამამდე დავიძინე და კარზე ბრახუნმა გამაღვიძა. რომ გავიღვიძე ლულუსგან 36 გამოტოვებული ზარი მქონდა და მაშინვე მივხვდი, რაც მოხდა.

„მოასწრო და ყველაფერი ფანჯრებზე დააწერა. „ენჯელს ქენ ფლაი“, გაგვიფერადა მისაღები ოთახი, მაგიდაზე დაალაგა ტანსაცმელი, რაც ისურვა, რომ ჩავაცვათ, დატოვა ლეპტოპი გახსნილი, სადაც ეწერა, რომ ამას 28 დღე გეგმავდა და ეს იყო 24-ე დღე. ბოლო დღე ეს მთავრდება, რომ მამა თავს დამესხა და მცემა, მონსტრია და ცუდი კაცია. მანდ დამთავრდა.

ჰოდა, ახლა რასაც გიყვებით, გადავრჩი?“ – ამბობს გიორგი გვარჯალაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები