LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია

413
საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით, საქართველოში ლუქსემბურგიდან 26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფის ავიაექსპედიცია იმართება.

ექსპედიციის მონაწილეები საქართველოში 2 სექტემბრიდან 8 სექტემბრამდე დარჩებიან, ეწვევიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მონაწილეობას მიიღებენ საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაში კაჭრეთში.

ავიაექსპედიციის მიზანია საქართველოს, როგორც ტურისტული და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია და საქართველოსა და ევროპის კერძო ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს შორის კავშირების გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები