LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუტეცია-ფართი მომხმარებელს სიურპრიზს უმზადებს

612

2 დეკემბერს, რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნეს-ნიუსმა“ კომპანია „ლუტეცია-ჯგუფის“ პრეზიდენტს, ბატონ ვახტანგ ფხაკაძეს უმასპინძლა.

– ბატონო ვახტანგ, სად გაიმართება „ლუტეცია-ფართი 2016“ და რა მიზანს ემსახურება თქვენი ღონისძიება?

– „ლუტეცია-ფართი 2016“ 3 დეკემბერს, 17:00 საათზე დაიწყება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზში, 19:00 საათზე კი, იმ სასიამოვნო სანახაობით გაგრძელდება, რომელსაც სიურპრიზად ვუმზადებთ ჩვენს მომხმარებელს. „ლუტეცია-ფართი“ 2014 წელს დაფუძნდა, წელს კი, უკვე მესამედ ვთავაზობთ ერთგულ მომხმარებელს ჩვენი ღონისძიების სტუმრობას, სადაც ჯერ გასული წლის ანგარიშის ჩავაბარებთ, მერე კი, მათთან ერთად აღვნიშნავთ ჩვენს წარმატებებს.

– ბატონოი ვახტანგ, რამდენი წელია ოპერირებს „ლუტეციას“ მაღაზიათა ქსელი ქართულ ბაზარზე და ვინ იქნება წლევანდელ ფართიზე მასპინძელი?

– პარფიუმერული ქსელი „ლუტეცია“ თითქმის 20 წლის წინ შეიქმნა. მართალია, ლუტეციას მაღაზია ბევრად ადრე გაიხსნა, რადგან დისტრიბუციას მანამდეც ვაწარმოებდით, მაგრამ თავად კომპანია 20 წლის წინ დაფუძნდა. რაც შეეხება მასპინძელ ბრენდებს – ესაა პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, კოსმეტიკური ბუტიკი „მაკი“, ნატურალური კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელი „ივ როშე“, ასევე იტალიური ბრენდები „კალცედონია“, „ინტიმისიმი“ და პირველი პერსონალიზირებული ბუტიკი საქართველოში „არომატეკა“.

– რამდენ სტუმარს ელოდებით „ლუტეცია-ფართი“-ზე წელს?

– პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გავიზარდეთ და გავფართოვდით. პირველ ღონისძიებას 250 სტუმარი ესწრებოდა, წელს კი, უკვე 500 სტუმარი დავპატიჟეთ. წლევანდელ ფართიზე „ლუტეცია-ჯგუფში“ შემავალი ყველა ნიშ-ბრენდი იქნება წარმოდგენილი, რომელთა შესახებ ექსპერტ-კონსულტანტები სრულ ინფორმაციას მომხმარებელს ჩვენს ფართიზე მიაწვდიან. ნიშ-ბრენდებს შორისაა: „ბაიკილიანი“, „ტომ ფორდი“, „ტიციანა ტერეზი“, „პეჰალიგონსი“, „ჯულიეტა ჰესეგანი“ და „რიდი“, დანარჩენებს კი, ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ.

– ბატონო ვახტანგ, რა არის ნიშ-პარფიუმერია?

– უკვე თავად სიტყვა „ნიშა“ მიანიშნებს, რომ ეს გარკვეული ნიშაა, სადაც განსაკუთრებული და უნიკალური პარფიუმერია გაერთიანდა. პარფიუმერია ზოგადად ძალიან განსხვავებული სამყაროა, „ნიშ-პარფიუმერია“ კი, უმაღლესი საფეხურია ამ სამყაროში, რომელიც მხოლოდ უნიკალური და ძალიან ძვირადღირებული ინგრედიენტებით მზადდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პარფიუმერიაში ამაზე ძვირფასი არაფერია.

– ბატონო ვახტანგ, იქნებ ორი სიტყვით მაინც გვითხრათ იმ სიურპრიზის შესახებ, რომელსაც მომხმარებელს უმზადებთ?

– გამხელილი სიურპრიზი სიურპრიზი აღარ იქნება. ამიტომ, მოდით, მივცეთ ჩვენს სტუმრებს საშუალება ისიამოვნონ, მიიღონ მონაწილეობა გათამაშებებში და მოიგონ სხვადასხვა საჩუქრები. მხოლოდ ერთ საიდულმოს გავცემ და ვიტყვი, რომ საღამოში ჩვენი პრიმა-ბალერინა, ქალბატონი ნინო ანანიაშვილი მიიღებს მონაწილეობას. აქვე ბოდიშს მოვუხდი მათ ვინც, წელს ვერ მოხვდა „ლუტეცია-ფართიზე“, თუმცა, შევპირდები, რომ მომავალ წელს ჩვენი ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური იქნება და აუცილებლად ყველას დავპატიჟებთ.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს „ლუტეცია-ჯგუფს“?

– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ რამდენიმე ახალი „ლუტეციას“ მაღაზია გავხსენით, ახალი ბუტიკები მივამატეთ „ივ როშეს“, გაიზარდა იტალიური ბრენდების მაღაზიათა რაოდენობაც. ძალიან მიხარია, რომ უცხოელ პროფესიონალებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვნად შევეცვალეთ და განსხვავებული სახე მივეცით „ლუტეციას“ ქსელის მაღაზიების – გაკეთდა მეტად კომფორტული ინტერიერი, რომელიც დამამშვიდებლად მოქმედებს მომხმარებელზე. სამომავლო გეგმებზე საუბრისგან კი, თავს შევიკავებ, რადგან ყოველთვის მირჩევნია მომხმარებელს იმაზე ვესაუბრო, რასაც შევპირდით და შევასრულეთ. თუმცა გეტყვით, რომ სიახლეები რა თქმა უნდა, იქნება, მით უმეტეს, რომ ჩვენ 2025 წლამდე გვაქვს გეგმა გაწერილი და აუცილებლად ყველა პუნქტს შევასრულებთ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g