LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუტეციამ SALVATORE FERRAGAMO-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელს უმასპინძლა

150

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“ პირველად საქართველოში SALVATORE FERRAGAMO-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელს უმასპინძლა.

„ლუტეცია ჯგუფის“ პრეზიდენტმა ვახტანგ ფხაკაძემ ლუჩიანო ბერტინელი ქართულ მედიასაშუალებებს წარუდგინა. საქმიანი შეხვედრა რესტორან „ტაბლაში” ლეგენდარული ბრენდის ხელმძღვანელობისთვის ქართული ტრადიციების გაცნობით დაიწყო. ქართული მასმედიის წარმომადგენლებმა კი SALVATORE FERRAGAMO-ს განსხვავებული სურნელოვანი სამყაროს შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია მიიღეს.

”როგორც ცნობილია SALVATORE FERRAGAMO  – ეს ის ბრენდია, რომელიც დახვეწილობასთან და ფუფუნებასთან ასოცირდება. ამასთან, თითქმის საუკუნეა გვაოცებს კრეატიულობით, საუკეთესო სტილით, ექსკლუზიური ხელწერითა და რა თქმა უნდა, უმაღლესი იტალიური ხარისხით. ბრენდის წარმოებაშია ქალისა და მამაკაცის სამოსი, უნიკალური ტყავის აქსესუარები და პარფიუმერია, რომლითაც „ლუტეცია“ მომხმარებელს 2008 წლიდან ანებივრებს”, – აცხადებენ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში. მათივე ცნობით, SALVATORE FERRAGAMO-ს არომატები ემოციებთან და გრძნობებთან არის დაკავშირებული.

როგორც ”ლუტეციაში” აცხადებენ, შეხვედრა ისეთივე საინტერესო და ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა, როგორც SALVATORE FERRAGAMO-ს თითოეული არომატია.

„ტაბლაში“ Signorina და UOMO სუნამოების ჯადოსნური სურნელი და შთაგონება ბევრი დეტალით იგრძნობოდა. ეს იყო დაუვიწყარი იტალიური სურნელის ერთ საათი ქართულ გარემოში”, – განმარტავენ ”ლუტეციაში”.  

მათივე ინფორმაციით, SALVATORE FERRAGAMO-ს გუნდმა ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში – „ლუტეციას” შედეგიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g