პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ”ლუტეცია” მომხმარებელს 1-დან 8 მარტის ჩათვლით გარკვეულ ბრენდებზე 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, მარიამ რობიტაშვილმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, მაღაზიაში პარალელურად მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც 250 ლარის პროდუქციის შეძენისას კლიენტს საჩუქრად 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.
”ახლახან ქსელმა ექსკლუზიურად წარმოადგინა ერთ-ერთი უძვირფასესი ბრენდი, ”ნიშ პარფიუმერია”, რომელიც საუკუნეების მანძილზე მხოლოდ ინგლისის სამეფო კარისთვის მზადდებოდა და მხოლოდ რამდენიმე ხნის წინ ჩაუშვეს გაყიდვაში”,- განაცხადა რობიტაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, „ლუტეცია“ ხარისხზე ორიენტირებული ქსელია, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სიახლეებს სთავაზობს. მას ასევე შეემატა ისეთი ცნობილი ბრენდები როგორებიცაა: MICHAEL KORS, EISENBERG, DIEGO DELA PALMA, VICTOR&ROLF, NEJMA, TIZIANA TERENZI და სხვა.