LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუვრში, მონა ლიზას წვნიანი შეასხეს

218
1706440759-Screenshot_4

მონა ლიზას წვნიანი შეასხეს. ინციდენტი ლუვრში დღეს მოხდა. პროტესტი ამ ფორმით ორმა ქალმა გამოხატა, რომლებიც „ჯანსაღი და მდგრადი საკვების“ უფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ „სოფლის მეურნეობის სისტემა დაავადებულია“.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჯგუფ­მა სა­ხე­ლად Riposte Alimentaire-მ აიღო. მათ მიერ X-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში ნათ­ქვა­მია, რომ ქვე­ყა­ნაში არ­სე­ბუ­ლი სა­სურ­სა­თე ლო­ჯის­ტი­კის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­დე­ლი სა­ერ­თოდ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთ ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბას, მი­ვირ­თვათ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი. ამ მი­ზე­ზით, ჯგუფ­მა მო­ი­თხო­ვა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს ყო­ველ­თვი­უ­რად 150-ევ­რო­ი­ა­ნი სა­სურ­სა­თო ბა­რა­თი გა­და­ე­ცეთ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საფრანგეთში ფერმერთა საპროტესტო გამოსვლები იმართება, სადაც აქციის მონაწილეები საწვავზე სუბსიდირების შემცირებას აპროტესტებენ.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ლეონარდო და ვინჩის შედევრი არ დაზიანებულა, რადგან მას ტყვიაგაუმტარი მინის საფარი იცავს.

მომ­ხდარს საფ­რან­გე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი რა­ჩი­და დატი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან გა­ნა­ცხა­და, რომ „მონა ლი­ზას“ მი­ზან­ში ამო­ღე­ბას ვე­რა­ფე­რი გა­ა­მარ­თლებ­და“. „რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, მონა ლი­ზაც მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის სა­კუთ­რე­ბაა”,- და­წე­რა მან X-ზე.

ცნობისთვის, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის მე-16 სა­უ­კუ­ნის გე­ნი­ა­ლუ­რი ტილო, რო­მე­ლიც ლუვ­რის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა, უკვე არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა აქ­ტი­ვის­ტე­ბის თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე, თუმ­ცა ძლი­ე­რი დაც­ვის წყა­ლო­ბით ნა­ხა­ტი 1950 წლის შემ­დეგ აღარ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები