ბათუმის მიმართულებით ფრენებს უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს. რუსული მედიის ინფორმაციით, SkyUp Airlines ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს ლვოვიდან შეასრულებს.
ლვოვი–ბათუმი–ლვოვის საჰაერო ხაზზე SkyUp Airlines-ი ოპერირებას 29 მაისიდან შეუდგება და რეისებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განახორციელებს. ავიაკომპანიამ ბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო.
ამასთან აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე SkyUp Airlines-ი ლვოვიდან რეისებს იწყებს ასევე ბარსელონასა და ბურგასის მიმართულებით.
SkyUp საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში იფრენს
SkyUp Airlines-ის TOP-5 მიმართულებაში თბილისი მოწინავე პოზიციას იკავებს
შეგახსენებთ, რომ უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 2016 წელს დაფუძნდა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.