კომპანია Lynk & Co-ს ხელმძღვანელმა ჩინური ბრენდის ევროპულ გეგმებზე ისაუბრა. განსხვავებით კონკურენტებისგან, ცნობილი ბრენდი სადილერო ქსელზე უარს ამბობს და კლიენტებს ონლაინ-შოურუმების სისტემას და მოწონებული ავტომობილის ვირტუალურად გამოწერას მიაჩვევს.
ახალ-ახალი ავტომობილების გამოწერის ყოველთვიური გადასახადი 500 ევრო იქნება. დროთა განმავლობაში კლიენტებს ცოტა უფრო მოძველებული და ნაკლები ღირებულების მქონე ავტომობილების შეთვალიერებაც შეეძლებათ. არენდის ხელშკრულების შეწყვეტა ნებისმიერ დროს უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი.
სტარტაპის პირველი მოდელი ჰიბრიდული კროსოვერი „01“ გახდება. მოდელი Volvo XC40-ის არქიტექტურითაა აგებული და ევროპელები მის დაქირავებას 2020 წლიდან შეძლებენ.