დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო მაგარი ვიქნები: როგორც ჩანს, ტრავმა კრიშტიანოს რონალდოს კიდევ უფრო მოტივირებულს ხდის.
”ყველას მოგესალმებით. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ჩემ ფანს. დაბრუნების შემდეგ უფრო ძლიერი ვიქნები. გაუმარჯოს პორტუგალიას” – თქვა კრიშტიანო რონალდომ ინსტაგრამზე.
რონალდომ მუხლის ტრავმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში მიიღო.
სავარაუდოდ, კრიშტიანო სექტემბრამდე ვერ დაბრუნდება და გამოტოვებს უეფას სუპერთასის ფინალს.
პორტუგალიელი ვარსკვლავი დიდი ალბათობით ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში ითამაშებს ”ოსასუნასთან”.
გასულ სეზონში 31 წლის კრიშტიმ 36 მატჩი ითამაშა, 35 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.