ცოტა ხნის წინ სროლა იყო თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი. შემთხვევა კი საცხოვრებელ სახლში მოხდა.
ამ ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, 115-ე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 124-ე , რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,შენახვა, ტარებას ითვალისწინებს.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.