LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჩალიკაშვილი უკანონოდაა დაკავებული, წინასწარი დაკავების იზოლატორშია: ადვოკატი

78
cc46b79ed0bf6ca688d786aed9c6125e-XL

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტის, მარიამ პატარიძის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაჩალიკაშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

„სოლიდარობის აქციის მხარეს იდგა და ჯებირებს მიღმა ადამიანები მისი მისამართით იჩენდნენ დევნას, ასე ვთქვათ. როდესაც მისი იდენტიფიცირება მოხდა, დაუწყეს როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკურადაც იწევდნენ მისკენ. ფაქტი არის, რომ თუ პოლიცია მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, მის მიმართ ადმინისტრაციული დაკავება არ უნდა განეხორციელებინა“, – განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატმა მარიამ პატარიძემ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატი ამბობს, რომ მაჩალიკაშვილის დაკავება „სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უკანონოა“.

„ფორტუნა”  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დეტალების გარკვევას ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g