საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინში გადაყვანის მოქმედების სქემა შეიცვალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამშობლოში დაბრუნებული პირები, რომლებსაც პისიარ ტესტირების პასუხი თან ექნებათ (კოვიდუარყოფითზე), საკარანტინე სივრცეში არ გადაიყვანენ. პრემიერ მინისტრის განცხადებით, ასეთი მოქალაქეების უფლებაა 12-დღიანი თვითიზოლაცია საკუთარ სახლში გაიარონ.
“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საკარანტინე სივრცე არის ბუფერი იმისთვის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ქვეყანაში ვირუსის შემოსვლა და სწრაფი გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს ასეა და ამან უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც დაემატება და გაიხსნება ახალი ფრენები, საკარანტინე სივრცეებში შემოსულ მოქალაქეებთან მუშაობა და მათი კარანტინში გადაყვანის სქემა შეიცვლება. ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და თან ექნება პისიარ ტესტი, მას საკარანტინე სივრცე აღარ დასჭირდება. მას ექნება შესაძლებლობა გადავიდეს თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში და ეს არის ის მოთხოვნა, რომელიც მან უნდა დააკმაყოფილოს. ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ ტესტი, მათ შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ საკარანტინე სივრცე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.