LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაჩვენეთ ერთი პროფესიონალი ექიმის განცხადება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – სააკაშვილის მხარდამჭერებმა რუსთავის ციხიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს

91
Untitled design (1)

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გრძელდება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქცია რუსთავის ციხესთან გამართეს.

ისინი პენიტენციური დაწესებულებისკენ თბილისიდან ავტოკოლონებით გაემართნენ.

რუსთავიდან კი თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ.

რუსთავში აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება:

“მაჩვენეთ ერთი პროფესიონალი ექიმის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საფრთხე ან რომელიმე პარტიის ვიწროპარტიული ინტერესი, ეს არის სახელმწიფო ინტერესის საქმე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში მიგვიღებენ ისე, როცა პრეზიდენტს წამებით და არაადამიანური მოპყრობით კლავენ, ძალიან ცდებიან. ამიტომ, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ მოკლან.

პოლონეთი მზად არის, რომ მიხეილ სააკაშვილი მიიღოს და მისი გამოჯანმრთელება უზრუნველყოს. უბედურება ის არის, რომ პოლიტიკოსების შესაფასებელი გახდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მათი მხრიდან ამორალურ განცხადებებს ვხედავთ.

ვფიქრობ, ეს პოლიტიკის საგანი კი არ უნდა იყოს, რასაც ექიმები საუბრობენ, იმის გათვალისწინებით უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებას და არა ისე, ვინ მოგვწონს და ვინ არა”, – თქვა ხაბეიშვილმა.

ყველა ერთსულოვანი იყო, რომ უნდა შედგეს სია და დაისაჯონ, ვინც ჩემი შვილის წამებაში მიიღო მონაწილეობა: ალასანია ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე

ენმ-ის კიდევ ერთმა წევრმა, აკაკი მინაშვილმა თქვა, რომ რუსთავის ციხიდან ისინი თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებდნენ და სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვდნენ:

“მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ძალიან სწრაფ რეჟიმში საჭიროა ადეკვატური მკურნალობა. ექსპერტთა ჯგუფმა თქვა, რომ არ იყო გათვალისწინებული წინა რეკომენდაცია, რომელიც იანვარში გაიცა და ის, რომ ამ გარემოში ვერ მოხდება შესაბამისი მკურნალობა. ეს ექიმები არიან მაღალი ავტორიტეტის მქონე სამედიცინო ექსპერტები, რომლებსაც არავითარი პოლიტიკური სიმპათიები არ აქვთ”, – აღნიშნა მინაშვილმა.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეებმა რუსთავის ციხესთან საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს და სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა მოითხოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g