LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადამ ტიუსოს მუზეუმს მეგან მარკლის ცვილის ფიგურა შეემატა

99

ლონდონის მადამ ტიუსოს მუზეუმს მეგან მარკლის ცვილის ფიგურა შეემატა. ამერიკელი მსახიობის ორეული საქმროს, პრინც ჰარის ფიგურის გვერდით დგას.

მარკლს მწვანე კაბა აცვია, რომელიც მას ნიშნობის გამოცხადების დღეს ეცვა, უსახელო თითზე კი ნიშნობის ბეჭედი უკეთია. ჰარის ფიგურას კი, რომელიც მუზეუმში 2014 წელს დადგეს, წვერი მიუმატეს.

სამეფო წყვილის ცვილის ორეულების ნახვა ქორწილამდე ერთი დღით ადრე, 18 მაისს იქნება შესაძლებელია. 19-ში კი მუზეუმში შესვლა უფასო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები