LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადარტის“ ტორტებს თქვენ მიერ მოყვანილი ჟოლოთი და ალუბლით დაამზადებენ – კომპანია მსურველებისგან ქართულ კენკრას შეიძენს

106
272059136_5423341611015771_1327059129961879519_n

ცნობილი ქართული საკონდიტრო „მადარტი“ ახალი ინიციატივით გამოდის და მზადაა, საქართველოში მოყვანილი ჟოლო და ალუბალი ნებისმიერი ადამიანისგან ჩაიბაროს. მიზანი – კომპანიის პროდუქციაში მაქსიმალურად ქართული კენკრის გამოყენებაა.

„იმისათვის, რომ ჩვენს წარმოებულ პროდუქციაში მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქართული კენკრა, შევინარჩუნოთ მისი არაჩვეულებრივი გემო და ამასთან ერთად, ხელი შევუწყოთ საქართველოში კენკროვანი კულტურის განვითარებას, გადავწყვიტეთ, რომ ჟოლოსა და ალუბლის წლევანდელი მოსავლიდან, შევიძინოთ მაქსიმალური რაოდენობა და თავად შევინახოთ კვებისა და უვნებლობის შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით“, – აცხადებენ საკონდიტროში.

„მადარტის“ ინფორმაციითვე, საკონდიტრო წელს 100 000 კგ-ს შეძენას გეგმავს. „თუ გაქვთ სურვილი, რომ საქართველოში, თქვენ მიერ მოყვანილი ჟოლო და ალუბალი ჩვენს გემრიელ პროდუქციაში მოხვდეს, დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 761 509“, – დასძენენ ცნობილ საკონდიტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები