ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ეხმაურება.
„სასიამოვნო იყო საქართველოში ვიზიტის პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრით დაწყება. მადლიერი ვარ მისი ურყევი ერთგულებისთვის ევროატლანტიკური მომავლისადმი – ამბიციისადმი, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს“, – წერს შაჰინი.