LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ადამიანებო! მეტროში სამაკატკით ჩავიდა“ – პლეხანოვზე დაკარგული მოზარდი იპოვეს

4741
პლეხანოვზე დაკარგული ბავშვი

პლეხანოვზე დაკარგული მოზარდი იპოვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ბიჭის დედა, მარიამ მონიავა წერს.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, თბილისის ცენტრში პატარა ბიჭი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბავშვის დედა ავრცელებდა და საზოგადოებას მის მოძებნაში დახმარებას სთხოვდა.

„დამეხმარეთ, ვინც არის ახლა პლეხანოვზე, ჩემი შვილი დაიკარგა, სურათიც მიდევს, გავიდა სახლიდან და ვერავინ ვერ ვპოულობთ. ყველა ვინც შემხვდა მეხმარება და გეხვეწებით, ვინც პლეხანოვზე ხართ, იქნებ გამოხვიდეთ და სურათსაც დავდებ, გთხოვთ.“ – ამბობს ბავშვის დედა ვიდეომიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები