LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა იმ გამძლეობისთვის და თმენისთვის, რაც გადაიტანა – ცესკო-ს განცხადება თამარ ჟვანიას გადაწყვეტილებაზე

40
syha

ველოდებით ცესკო-ს ახალ თავმჯდომარეს, ველოდებით კომისიის ახალ წევრებს, რომ შემოდგომაზე შევძლოთ და ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები საქართველოში,- ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონმა თამარმა საკუთარ „ფეისბუკის“ გვერდზე ატვირთა გადადგომის შესახებ განცხადება. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო ადმინისტრაცია ქალბატონ თამარს უხდის მადლობას იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მან გასწია ამ 8 წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში იყო არაერთი სირთულე და გამოწვევა, რომელიც შევძელით და გადავლახეთ. მადლობა მინდა გადავუხადო იმ გამძლეობისთვის და თმენისთვის, რაც მან ბოლო თვეების განმავლობაში გადაიტანა.

ოლიგარქი ვირეშმაკურად თამაშობს - ჩარკვიანი ჟვანიას გადადგომაზე

„ ჟვანია არ იქნება, სხვა იქნება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება“.

როგორც უკვე იცით, ის უბრუნდება საერთაშორისო პოზიციას და აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციაში. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ის არის ძალიან მძლავრი, ძლიერი და გამართული ინსტიტუცია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად აირჩევა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე. ჩვენ ველოდებით მას, ველოდებით კომისიის ახალ წევრებს, რომ შემოდგომაზე შევძლოთ და ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები საქართველოში“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფეისბუქპოსტზე წერს, რომ ხვალ, პირველი ივლისიდან აღარ გააგრძელებს საქმიანობას ამ თანამდებობაზე, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

ჟვანია აღნიშნავს, არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას და საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.

არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებს დავუკავშიროთ – სარჯველაძე ჟვანიას გადადგომაზე

არ მჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას – სამნიძე თამარ ჟვანიას გადადგომაზე

“ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა” – ხოშტარია ჟვანიას გადადგომაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g