LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე მეორედ მაჩუქეთ… ნაცრისფერი დღეების ამბებს წარსულს ვაბარებ, დღეს მე უბედნიერესი დედა ვარ!“ – 5 წლის გოგონას დედა, რომლის შვილმაც ლეიკემია დაამარცხა ემოციურ სტატუსს ავრცელებს

233
ანა საღირაშვილი

„ასეთი ტაქტიკა აქვთ პაციენტების მიმართ ევროპელ ექიმებს! მადლობა ამ ქვეყანას და ფრანგ ექიმებს. მადლობა უფალს ,რომ სწორი გზა გვაჩვენა… მადლობა ყველას, რომ დღემდე გვერდში გვიდგახართ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მცირეწლოვანი ნინიკო ბიწაძის დედა, ანა საღირაშვილი წერს.

5 წლის ნინიკომ, რომელიც ლეიკემიას ებრძოდა და საფრანგეთში მკურნალობდა, უმძიმესი დიაგნოზი საბოლოოდ დაამარცხა.

ანა საღირაშვილი სოციალურ ქსელში პატარა ნინიკოს და მისი მკურნალი ექიმის ფოტოს ავრცელებს და ფრანგ მედიკოსს შვილის გადარჩენისთვის მადლობას უხდის:

„და მაინც მგონია,რომ ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი ცხოვრებისეული სცენაა და ყველა ადამიანს ჩვენი როლი გვაქვს ამ ქვეყნად. ცხოვრებას სხვადასხვა ეტაპი აქვს,რომელიც პატარ – პატარა ნოველებისგან არის შემდგარი… რაღაც მთავრდება …რაღაც იწყება და ასე ვატარებთ ჩვენს სატარებელ ჯვარს,რომლის ზიდვაშიც უფალი გვეხმარება… მთავარია გულით ვატაროთ რწმენა, იმედი და სიყვარული.
სწორედაც, რომ ამ სამმა განზომილებამ გადამარჩინა და დღეს მე უბედნიერესი დედა ვარ!
დღეს ,როცა ნინიკოს მკურნალ ექიმს მადლობას ვუხდიდი, ასეთი სიტყვები ვუთხარი: „გმადლობთ ,რომ ჩემი შვილის სიცოცხლე მეორედ მაჩუქეთ – მეთქი…

მისი პასუხი ასეთი იყო: ,,გმადლობთ,რომ ასეთი კარგი ოჯახი ხართ და თქვენს შვილს ასეთი გვერდში დგომა ჰქონდა თქვენგან ,მართალია ძალიან რთული გზა იყო გასავლელი, მაგრამ თქვენი დახმარებით ჩვენ, ექიმებმა ეს შევძელითო! პირიქით მადლობა გვითხრა 
ასეთი ტაქტიკა აქვთ პაციენტების მიმართ ევროპელ ექიმებს!
მადლობა ამ ქვეყანას  და ფრანგ ექიმებს.

მადლობა უფალს ,რომ სწორი გზა გვაჩვენა… მადლობა ყველას,რომ დღემდე გვერდში გვიდგახართ.
ჰოდა, ნაცრისფერ დღეების ამბებს წარსულს ვაბარებ და დროა ცხოვრების ახალი ფურცლები ავფურცლოთ,რომლის გვერდებსაც ,მხოლოდ ბედნიერების სურნელი ექნება…
ფოტოზე: ნინიკო და მისი მარიანა ექიმი“, – წერს ანა საღირაშვილი. 

5 წლის გოგონამ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ლეიკემია დაამარცხა: „2 წელი ველოდებოდი იმ ბედნიერ დღეს, როდესაც მოგიყვებოდით „სიცოცხლეზე“ გამარჯვების ისტორიას… არასოდეს დანებდეთ!“ – დედის ემოციური ინტერვიუ შვილის გამოჯანმრთელების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g