მიმდინარე კვირას, მსახიობი სტენიო გარსია, რომელიც მსოფლიომ გაიცნო პოპულარული ბრაზილიური სერიალიდან „კლონი“, კლინიკაში გადაიყვანეს. 91 წლის მსახიობი სახსრებში ძლიერ ტკივილს უჩიოდა. ექიმებმა 91 წლის ვარსკვლავს, სეპტიცემიის დიაგნოზი დაუსვეს, რაც სეფსისის ერთ-ერთი ფორმაა.
ცნობილია, რომ ექიმების აქტიური ჩართულობის შემდეგ, მსახიობის მდგომარეობა დასტაბილურდა. ამის შემდეგ სტენიო გარსია კლინიკიდან კონტაქტზეც გამოვიდა.
მსახიობმა სოციალურ ქსელში სტატუსი გაავრცელა, სადაც მაყურებელს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
,,მადლობა, რომ ლოცულობთ ჩემთვის, მალე ყველაფერი მოგვარდება“ – აცხადებს მსახიობი.
ცოტა ხნის წინ გარსიამ პლასტიკური ოპერაციაც ჩაიტარა. „ბიძია ალის“ როლის შემსრულებელი სერიალში „კლონი“, ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო პერსონაჟი იყო.
როგორ გამოიყურება დღეს უკვე ჭაღარა საიდი სერიალიდან „კლონი“ 22 წლის შემდეგ
როგორ გამოყურება დღეს „ნაზირა“ ლეგენდარული სერიალიდან „კლონი“ – მსახიობი 70 წლისაა
მონატრებული ჰადე, საკულტო სერიალიდან „კლონი“, ეკრანებზე ახალი სერიალით ბრუნდება