“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მადლობას უხდის.
“მადლობა ყველას, ვინც გამოხვედით. დიდი მადლობა ორგანიზატორებს. განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ვინც გადააბიჯეთ რაღაცებს, გადაყლაპეთ რაღაცები, დათმეთ რაღაცები და დღეს, აქ გაარჩიეთ მთავარი მეორეხარისხოვნისგან.
მნიშვნელოვანი დღე იყო.მადლობა, რომ რწმენას არ ჰკარგავთ, მიუხედავად ყველაფრისა. რწმენას, რომ ეს ქვეყანა გახდება უკეთესი, გახდება თავისუფალი. მადლობა, რომ რუსთაველზე დგახართ და არა მექსიკა-ამერიკის საზღვარზე.
მადლობა ამ არჩევნისთვის, რთული არჩევნისთვის.მადლობა, რომ აჩვენეთ – ვისია ეს ქვეყანა, რომ ის არ არის მოძალადე სირების, არ არის ჩმორების, არ არის უსინდისო ნაძირლების.
ყველაფერი გამოგვივა. ვერ მოიგებს აქ რუსეთი. არ გამოვა ამ ქვეყნიდან ჩეჩნეთი. დედას ვუტირებთ!”, – წერს ზურა გირჩი ჯაფარიძე.