LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა!!! თქვენ ისტორია დაწერეთ. თქვენ დაგვიბრუნეთ იმედი და მოტივაცია! თქვენ აალაპარაკეთ მთელი მსოფლიო“ – ეროვნულ ნაკრებს ქართველი ერი მადლობას უხდის

138
2024-07-01_01-24-14_504284

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მერვედფინალურ ეტაპზე, კიოლნში დაასრულა.

ნაკრების ფეხბურთელებს სრულიად საქართველო ამ დიდი სანახაობისთვის და თავდადებული ბრძოლისთვის მადლობა უხდის.

„დიდი მადლობა ბიჭებო!!! ეს მარტო შეჯიბრი არ იყო ….
თქვენ შექმენით პრეცედენტი!
თქვენ დაგვიბრუნეთ იმედი და მოტივაცია!
თქვენ აალაპარაკეთ მთელი მსოფლიო!
თქვენ ამაყად გვატარეთ, მთელი ეს პერიოდი გერმანიის ქალაქებში!
თქვენ ჩვენ გაგვაერთიანეთ!
მადლობა! და ეს მხოლოდ დასაწყისია!!!!“, – წერს რუსკა ქარქაშაძე.

მადლობის ტექსტს აქვეყნებს მომღერალი ლაშა ღლონტი.

„კიტეს ფეხი მოტეხეს, თამაში არ გააჩერეს, და მაგ დროს შეაგდეს, ასევე მიქაუტაძეს ფეხი მოტეხეს და მაშინაც არ გააჩერეს თამაში და შეაგდეს. კი ძლიერი გუნდია, მაგრამ არანაირი მორალი არ გააჩნიათ!!!! მადლობა ბიჭებს…ყველაფერი წინ გვაქვს“, – წერს ლაშა ღლონტი.

პოსტს ასევე აქვეყნებს ტელეწამყვანი ია ფარულავა.

„დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს ვამაყობთ თქვენით…ყველაფერი წინ არის !!! თქვენ გაგვაძლიერეთ ჩვენ და ამისთვის დიდი მადლობა…გაუმარჯოს საქართველოს“, – წერს ია ფარულავა.

ლალი ტოტიკაშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდის.

„მადლობა!!!
თქვენ ისტორია დაწერეთ.
ეს უკვე გამარჯვებაა.
უძლიერეს გუნდს ვეთამაშეთ,
მომავალში უფრო გავძლიერდებით.
მადლობა“,- წერს ლალი ტოტიკაშვილი.

პოსტს ასევე აქვეყნებს ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია.

„ამდენი სიხარული ერთად და ყველასი უკლებლივ პირველად განვიცადე… დავიჯერეთ ბევრი რამ ამ პატარა ბიჭების სიყოჩაღით და მადლობელი ვარ მათი ამ ბედნიერებისთვის“, – წერს თიკა ფაცაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები