UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია, თეთრ სახლში ისტორიულ ქარდზე, ისტორიულ ბრძოლას გამართავს. მან ბრძოლის დაწყებამდე “ინსტაგრამზე” პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მეტოქეს პირველ რაუნდშივე დაამარცხებს.
“ღმერთო, მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა ყოველი განვლილი მომენტისთვის და იმისთვის, რომ აქამდე მომიყვანე — ისეთ ადგილებამდე, რომელთა წარმოდგენასაც ჩემი ადამიანური გონება ვერასოდეს შეძლებდა.
ჩემი რწმენა ყოველთვის შენთან იქნება. და კიდევ ერთხელ — დიდება შენ გეკუთვნის.
18-0 🌹🇬🇪🇪🇸
გამარჯვება პირველ რაუნდში”, – წერს ილია თოფურია.
ცნობისთვის, ღონისძიება ჩვენი დროით, 4:00 საათიდან დაიწყება. ილიას გამოსვლას კი 7:00 საათიდან უნდა ველოდოთ.
