LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ყველას, ვინც გარეთ გადის და ჩვენი მომავლისთვის იბრძვის“ – მატილდა გვარლიანი თბილისში მიმდინარე პროტესტს მხარს უჭერს

129
მატილდა გვარლიანი

წარმატებული მოდელი მატილდა გვარლიანი თბილისში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერად საკუთარ „სთორიში“ აქციიდან ფოტოს აქვეყნებს და ქუჩაში გამოსულ ადამიანებს მადლობას უხდის, როგორც მატილდა აღნიშნავს, იმისთვის, რომ ქვეყნის მომავლისთვის იბრძვიან.

„ჩემი საქართველო

მადლობა ყველას, ვინც გარეთ გადის და ჩვენი მომავლისთვის იბრძვის“, – წერს მატილდა გვარლიანი.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ. მომიტინგეები გუშინ პარლამენტის უკანა შესასვლელთან 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა.

პოპულალურები