LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობელი ბევრი რამის გამო უნდა ვიყოთ, რაც ამ კაცმა გააკეთა, მაგრამ თუ სახელმწიფო გვინდა გვქონდეს, ასე არ შეიძლება იმართებოდეს“ – ქეთი ჩხეიძე

241
ქეთი ჩხეიძე, ბიძინა ივანიშვილი

„რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ასეთ რა­მეს კად­რუ­ლობს, მას იმა­ვე ენით ვერ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და იმა­ვე­თი არც ვუ­პა­სუ­ხებ. მას­თან არა­ნა­ირ პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა. უნდა დატოვო თა­ვის სი­ბინ­ძუ­რე­ში და იყოს“, – ასე უპასუხა მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ ambebi.ge-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას, „სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მყოფ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ აქ­ცი­ებ­ზე ერთ მუჭა ხალ­ხი და­დის, ან­დაც, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებს წე­რენ, რას ეტყო­დით?“.

„ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ, როდესაც იგივე ხალხი დაინიშნა, უნდა მივმხვდარიყავით რომ ცუდად არის საქმე“ – ქეთი ჩხეიძე

ambebi.ge-სთან ინტერვიუში მსახიობი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის „მად­ლო­ბე­ლი ბევ­რი რა­მის გამო უნდა ვი­ყოთ, რაც ამ კაც­მა გა­ა­კე­თა, მაგ­რამ თუ სა­ხელ­მწი­ფო გვინ­და გვქონ­დეს, ასე არ შე­იძ­ლე­ბა იმარ­თე­ბო­დეს“.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„თუ იქ ერთი მუჭა ხალ­ხია, ის ერთი მუჭა აუ­ცი­ლებ­ლად 100 მუ­ჭად გა­და­იქ­ცე­ვა – ის­ტო­რი­უ­ლად ყო­ველ­თვის ასე ხდე­ბო­და.

ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში და აქ­ცი­ა­ზეც ჩანს. სა­ხე­ებ­ზე ეტყო­ბათ რუს­თა­ველ­ზე რა კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხი დგას. თუ გა­და­ხე­დავთ, ყვე­ლა­ფე­რი ჩანს და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ისი­ნი ვი­თომ არ არი­ან, და­უშ­ვე­ბე­ლია. ისი­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­აზ­როვ­ნე ნა­წი­ლია, რო­მელ­საც თა­ვი­სი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი აქვს. კარ­გად მეს­მის, რომ გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცი­ა­ზეა, თვლი­ან, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უამ­რა­ვი რამ გა­ა­კე­თა და მხარ­და­სა­ჭე­რი კა­ცია. ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ამ ყვე­ლა­ფერს და თვი­თონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კო­ზი­რი მის­ცა. მერე კი ისე მოხ­და, რომ ამ ადა­მი­ან­მა სხვა­გან გა­უხ­ვია… ისი­ნი ამას ვერ ხვდე­ბი­ან, არ სჯე­რათ. ვინც თა­ვის ამ მო­საზ­რე­ბებ­ში გულ­წრფე­ლია და სჯე­რა, მათი მეს­მის…

აქ არის კი­დევ ერთი რამა არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი – აი, გვი­კე­თებს, გვი­შე­ნებს, გვპატ­რო­ნობს და მხარ­ში უნდა ვუდ­გა­ვარ­თო – ეს „პატ­რო­ნის“ ფე­ნო­მე­ნია, რო­მე­ლიც ფსი­ქი­კას ან­გრევს. ჩვენ კი არა, ამ ფე­ნო­მენ­მა იმ­ხე­ლა რუ­სე­თი გა­ა­უ­ბე­დუ­რა და მოს­პო, დეგ­რა­და­ცი­ამ­დე მი­იყ­ვა­ნა…

რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა ეს არა­ჯან­მრთე­ლი სი­ტუ­ა­ცია არ­სე­ბობ­დეს?! სა­ქარ­თვე­ლო ისე­თი ქვე­ყა­ნა არ არის, რომ ასე დაგ­ვიბ­ნელ­დეს. თო­რემ მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა დიდი რა­მაა და ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს. მად­ლო­ბე­ლი ბევ­რი რა­მის გამო უნდა ვი­ყოთ, რაც ამ კაც­მა გა­ა­კე­თა, მაგ­რამ თუ სა­ხელ­მწი­ფო გვინ­და გვქონ­დეს, ასე არ შე­იძ­ლე­ბა იმარ­თე­ბო­დეს. ხოლო თუ გვინ­და, რომ რა­ღაც დაჯ­გუ­ფე­ბა ვი­ყოთ, მა­შინ მი­სა­ღე­ბია – გვი­პატ­რო­ნოს… ბო­ლოს იმას ვი­ტყვი, რომ იმე­დი­ა­ნად უნდა ვი­ყოთ, სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა და თან ეს ახლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია…“

იხილეთ ვრცლად ინტერვიუს სრული ვერსია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g