LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ორმოცი წელია მესმის ერთი ფრაზა, მარტო არ დამტოვოთ. შვიდი თვის იყო როცა მარტო დარჩა“ – მსახიობი ქეთი ჩხეიძე დედაზე საუბრობს

839
ქეთი ჩხეიძე

მსახიობი ქეთი ჩხეიძე „პირველი არხის“ გადაცემაში „რეალური სივრცე“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც დედასთან დაკავშირებით ისაუბრა. გადაცემის მთავარი თემა რეპრესირებულ ოჯახებს ეხებოდა, რომლებმაც უდიდესი ტრაგედიები გამოიარეს.

„ორმოცი წელია მესმის ერთი ფრაზა, მარტო არ დამტოვოთ. შვიდი თვის იყო როცა მარტო დარჩა და იქიდან მოყოლებული შემდეგ გააშვილეს, ბიცოლამ აიყვანა და დედასთან დაჰყავდათ ციხეში, რადგან ძუძუზე იყო… ყველა სტუმარი რომელიც დღეს აქ ბრძანდება, ერთსა და იმავე სიუჟეტს ჰყვება… წამება და ამ ადამიანების უსაზღვრო დრამა… ზოგი დედას მოწყვიტეს, ზოგს მამა დაუხვრიტეს თვალწინ, ზოგი თვითონ აწამეს და ასეთი მძიმე ისტორიებია“, – ამბობს ქეთი ჩხეიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები