LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაღაც ძალიან ნამდვილი და სათუთი დავკარგე… ინიციატორი მე აღმოვჩნდი“ – ქეთი ჩხეიძე მეუღლესთან დაშორებაზე

532
ქეთი ჩხეიძე

მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ გადაცემაში „პირველი სტუდია“ სტუმრობისას პირად ცხოვრებაზე და მეუღლესთან დაშორების რთულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მსახიობის თქმით, ეს ნაბიჯი გარდაუვალი იყო, რადგან ურთიერთობამ ამოწურა თავისი რესურსი და ვერც მეგობრობაში გადაიზარდა.

ქეთი ჩხეიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაშორების მთავარი მოტივაცია შვილების ემოციური სიმშვიდე და ჯანსაღ გარემოში აღზრდა იყო.

„რაღაც ძალიან ნამდვილი და სათუთი დავკარგე, მარტო მე არა… დამთავრდა, ზოგჯერ არის რომ რაღაც მთავრდება და იწყება რაღაც სხვა, ვნება, სიყვარული ცოტა შენელდება და გადადის დიდ მეგობრობაში, ესე ხდება ხოლმე, აქ არ მოხდა ეს, არაფერი არ გადავიდა… ეს არ იყო მარტო ჩემი გადაწყვეტილება მაგრამ ინიციატორი აღმოვჩნდი მე… არ ვნანობ, იმის გაგრძელება არ შეიძლებოდა…

არ მინდოდა შვილებს ეყურებინათ ჩვენი კონფლიქტისთვის, გაუთავებელი ძიძგილაობისთვის, როგორ ებრძვის დედა მამას და მამა დედას, ეს არ ვარგა.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g