„მადლობელი ვარ უკრაინის, მიშა ძალიან დარდობს, რომ ამ მძიმე დღეებში ის უკრაინაში არ არის. თავის ჯანმრთელობაზე მეტად, უკრაინაზე დარდობს. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ უკრაინის გამარჯვება მისი ხსნაა“, – „ტვ პირველის“ ცნობით, ამის შესახებ მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კიევში, სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, სააკაშვილმა 2008 წელს პუტინს საქართველო არ დაუთმო და ამიტომ ის ისჯება:
„მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის მადლობა გადავუხადო ჩემი შვილის მხარდაჭერისთვის. მადლობა დავით არახამიას, ის ჩემ შვილთან ერთად სწავლობდა იმ დროს, როცა ის უკრაინაში ატარებდა წლებს. რატომ ზის ციხეში? ესაა კითხვა.
44 ევროდეპუტატი პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს: მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაუდებელი ზომები იქნას მიღებული ამ სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად, ვიდრე ის კრიტიკულ სტადიას მიაღწევს.“
საქმე ისაა, რომ მან 2008 წელს პუტინს საქართველო არ დაუთმო, ამიტომ ის ისჯება. ომის დასრულების შემდეგ მან მიიღო პუტინის მუქარა, რომ თავისას მიიღებდა და კვერცხებით დაკიდებდა. მიშას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა უკრაინაში და მსოფლიოში.
ევროპარლამენტში, ლიეტუვაში არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის მოლდოვისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გააკეთეს მისი მხარდამჭერი განცხადებები, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ შედეგი არ არის.
მადლობელი ვარ უკრაინის, მიშა ძალიან დარდობს, რომ ამ მძიმე დღეებში ის უკრაინაში არ არის. თავის ჯანმრთელობაზე მეტად, უკრაინაზე დარდობს. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ უკრაინის გამარჯვება მისი ხსნაა“. – განაცხადა გიული ალასანიამ.