LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი გვარამია-არახამიას შეხვედრაზე: „ესეც მორიგი ფაქტია, ადრეც ვამბობდით, რომ მათი კოორდინაციის პირდაპირი მტკიცებულებები გვქონდა“

236
Untitled design

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის – ნიკა გვარამიას შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ეხმიანება.

არახამია: „მტერმა საკუთარი სახლებიდან დევნილებად გვაქცია, მაგრამ ჩვენ არასდროს ვტოვებთ სამშობლოს მტრის ხელში, ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენს მეხსიერებაში ყველაზე მკაფიოდ ჩვენი სახლების მისამართები ცოცხლობს“

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას უკრაინის ხელისუფლებისა და ქართული ოპოზიციის კოორდინაციის პირდაპირი მტკიცებულებები ადრეც ჰქონდა და ახლა ეს „ხელის გულზეა“.

„დღეს ოპოზიცია აბსოლუტურად გაკოტრებულია, განულებული, დეგრადირებული, ფრაგმენტირებული და დაშლილია მთლიანად. რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ბოდიში მოუხადონ იმ სიცრუისთვის, რომლითაც ჩვენი ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას ზიანი მიაყენეს..

ესეც [არახამიას და გვარამიას შეხვედრა] მორიგი ფაქტია, ადრეც ვამბობდით, რომ მათი – უკრაინის ხელისუფლების და ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის კოორდინაციის პირდაპირი მტკიცებულებები გვქონდა. ეს ყველაფერი ხელის გულზეა.

ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რის გამოც ქალბატონმა პრეზიდენტმა გვარამია შეიწყალა, ის არის, რომ პოლარიზაცია უნდა შემცირებულიყო. მინდა დავუსვა კითხვა: რაიმე შეეტყო პოლარიზაციას? შეხედეთ მის გამონათქვამებს, ჩართულობას, დესტრუქციას. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს პოლარიზაციას, მათი მხრიდან ზიზღის რიტორიკა და აგრესიული პოლიტიკა დაბრუნდება“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის, დავით არახამია და ნიკა გვარამია ერთმანეთს 14 ივლისს შეხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები