ბოლო პერიოდის განმავლობაში მსახიობი შონ პენი ყოფილ ცოლს – მადონას ძალიან დიდ დროსა და ყურადღებას უთმობს. როგორც პორტალი TMZ წერს, პენი მადონას მსოფლიო ტურის ფარგლებში უკვე მეორე კონცერტს დაესწრო, ამჯერად – ვანკუვერში. პუბლიკისთვის შესამჩნევი იყო, როგორი თბილი მზერით უყურებდა მსახიობი მომღერალს.
რა თქმა უნდა, პუბლიკაში გაჩნდა აზრი, რომ ვარსკვლავები კვლავ ერთად არიან. ხმების გავრცელებას ხელი მადონამაც შეუწყო, რომელმაც სიმღერა Secret „სპეციალურ სტუმარს“ მიუძღვნა.