LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა, მაილი საირუსი და ჯგუფი Pearl Jam – არტისტები, რომლებმაც კორონავირუსის გამო კონცერტები გააუქმეს

502
89767542-617017569143996-8671435749674975232-n

სულ ცოტა ხნის წინ, ლეგენდარულმა მომღერალმა მადონამ ევროპული ტურნეს  MADAME X ფარგლებში დაგეგმილი 2 კონცერტი, რომელიც პარიზში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო გააუქმა. მას კვალდაკვალ სხვა არტისტებიც მიყვნენ.

კორონავირუსის გამო მადონამ პარიზის კონცერტი გააუქმა

მადონა ევროპურ ტურნეში MADAME X იმყოფება. გასულ თვეს, ვარსკვლავმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რამდენიმე კონცერტი გადადო.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მაილი საირუსმა ავსტრალიაში ვიზიტი გადადო, სადაც ის ავსტრალიის ხანძრისადმი მიძღვნილი, საქველმოქმედო კონცერტის ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ იქ არ ვიქნები, თუმცა, იმას ვაკეთებ, რაც სწორია, მე ჩემი გუნდის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვუფრთხილდები“ –  წერს მომღერალი.

მას როკ-ჯგუფიც Pearl Jam მიჰყვა, რომლიც ამერიკასა და კანადაში ტურნეს მართავს. „რისკი საკმაოდ დიდია“ –  დაწერეს ჯგუფის წევრებმა „ტვიტერზე“.

ასევე ცნობილი ხდება, რომ კალიფორნიის მუსიკისა და ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი  Coachella, რომლის ჰედლაინერებიც ტრევის კოტი და ფრენკ ოუშენი უნდა ყოფილიყვნენ, ოქტომბრამდე გადაიდო.

ფესტივალ Coachella-ს ჰედლაინერების ვინაობა ცნობილია

გაზაფხულზე, კალიფორნიის მუსიკისა და ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი  Coachella 2020 გაიმართება, სადაც მსმენელის წინაშე ასამდე ამერიკელი და ბრიტანელი მუსიკოსი წარდგება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები