მადონა პირად ინსტრუქტორს ეძებს. პოპ-დედოფალმა გამოუშვა ვიდეო, სადაც ჩიფსებს მიირთმევს და აცხადებს, რომ თუ ცეკვისა და ფიტნესის ტექნიკას კარგად ფლობთ, უნდა განათავსოთ ვიდეო ჰეშტეგით MadonnaChallenge ან #DanceOn.
ფინალისტებს გაერთიანება DanceOn-ის წარმომადგენლები აარჩევენ, რომელშიც დაახლოებით 100 მილიონი მომხმარებელი შედის და რომელიც თავად მადონამ 2010 წელს დააარსა.
პოპ-დედოფალი ფიტნესის დიდი თაყვანისმცემელია და ეს მის ვიზუალზეც აისახება: 58 წლის ასაკში მომღერალი შეუდარებლად გამოიყურება და არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაშია.