LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონამ შვილი დაიბრუნა

133

მადონასა და გაი რიჩის შვილი, როკო, რომელიც დედის დესპოტურმა მოპყრობამ იმდენად შეაწუხა, რომ გასული წლის შემდეგ საცხოვრებლად მამასთან, ლონდონში გადავიდა,  საბოლოოდ, სამშობლოში დაბრუნდა. სამშაბათ დილით როკო მანჰეტენზე დააფიქსირეს. იგი ნიუ-იორკელ მეგობრებთან ერთად ყავას მიირთმევდა, ამის შემდეგ კი დედის სანახავად წავიდა. წელს როკო სახლში პირველად მივიდა.

დღეს გაიმართება სასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლე დაადგენს, ვინ იქნება როკოს მეურვე – მადონა თუ გაი. გასულ თვეს მადონა ლონდონში ჩაფრინდა, სადაც შვილთან და ყოფილ ქმართან ურთიერთობის დალაგება შეძლო. მედია წერდა, რომ მომღერალი და რეჟისორი შეთანხმდნენ, რომ შვილის კეთილდღეობისთვის კონსესუსამდე მისულიყვნენ. თავად 15 წლის როკო დიდ ბრიტანეთში, მამასთან ამჯობინებდა ცხოვრებას და დედასთან დაბრუნება კატეგორიულად არ სურდა.

არავინ იცის, როკო ნიუ-იორკში დროებით ჩავიდა თუ სამუდამოდ დარჩება, ოჯახი ახლა მეურვეობის თაობაზე სასამართლოს განაჩენს ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g