LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონას კონცერტის ორი საათის გადაწევის გამო უჩივიან (ფოტო/ვიდეო)

197
ae0fe8a1-e1dd-45e8-9625-fcd26c2fe44c-1047401-TABLET-LANDSCAPE-LARGE-16-9

,,სიენენის” ცნობით პოპ-ვარსკვლავ მადონას თაყვანისმცემელი სასამართლოში უჩივის. საქმე ისაა, რომ ნეიტ ჰოლანდერმა მადონას კონცერტზე 3 ბილეთი შეიძინა, რომელიც 17 დეკემბერს მაიამიში, 20:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მადონამ კონცერტის დაწყების დრო 22:30 საათზე გადაწია.

თაყვანისმცემელი  აცხადებს, რომ ამით მომღერალმა მას მორალური ზარალი მიაყენა. ბილეთებში მან 1000 დოლარზე მეტი გადაიხადა, ახლა კი ასე გვიან კონცერტზე წასვლა არ სურს. ორგანიზატორები მისთვის თანხის დაბრუნებაზე უარს აცხადებენ, ამიტომ ის სასამართლოში ჩივის.

შეგახსენებთ, პოპვარსკვლავი საკონცერტო ტურნეს სახელწოდებით „Madame X მართავს. 61 წლის “პოპის დედოფალი” იდეალურ ფორმაშია, როგორც ჩანს, მის მზადებას უკვალოდ არ ჩაუვლია.

"ჩემი მთავარი სათქმელი თავისუფლებაა“ - მადონა (ვოდეო) 

მადონა სცენაზე კვლავაც ყველაზე ბუნებრივი და თავისუფალია

https://www.youtube.com/watch?v=42PFe-OudGs

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები