მადონას 10 წლის ნაშვილები ბავშვის ბიოლოგიური მამა, იოჰან ბანდი საკუთარი შვილის დაბრუნებაზე ალაპარაკდა. მამაკაცის აღშფოთება მადონასა და გაი რიჩის შორის არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. ცნობილი წყვილი ერთმანეთს 15 წლის როკოს ედავება: „მე მაინტერესებს რა ხდება დახურულ კარს მიღმა და რატომ არ სურს როკოს დედასთან ცხოვრება“ – აცხადებს ბანდი, რომელმაც შესაძლოა დევიდზე პრეტენზია განაცხადოს.
იოჰანი ასევე აცხადებს, რომ არ სურს მისი შვილი როკოს კვალზე წავიდეს. ჯერ უცნობია, რას უპასუხებს პოპ ვარსკვლავი შვილის ბიოლოგიურ მამას. აქვე შეგახსენებთ, რომ მადონა ორ ნაშვილებ ბავშვს ზრდის.


