LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში 100-მდე რუსი ეროვნების ადამიანი არ შეუშვეს

84

მადრიდის ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერმა უარი თქვა რუსი ქალების ჯგუფის მიღებაზე, ჯგუფში 100 ადამიანი შედიოდა. მენეჯერის თქმით, „რუსების მომსახურება რესტორნის ფორმატი არ არის“, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ ანასტასია სამოტოროვა, დაწერა, რომელიც მადრიდში ცხოვრობს.

მისი თქმით, რუსულენოვანი ქალები მადრიდში პერიოდულად სხვადასხვა საკითხის განსახილველად იკრიბებიან.

„ბოლოს ეს 8 მარტს მოხდა, 150-მდე ადამიანი შევიკრიბეთ. 1 აპრილისთვის კი დავჯავშნეთ ბარი რესტორანში Sagardi 1 აპრილისთვის, 100 ადამიანისთვის. გუშინ საღამოს დამირეკა რესტორნის მენეჯერმა და განმიცხადა, რომ ჯავშანი გაუქმებულია,“ – წერს სამოროტოვა.

მისი თქმით, მიზეზად მენეჯერმა განუცხადა, რომ „წარმოშობით რუსი ხალხი მათი რესტორნის ფორმატი არ არის“.

სამოროტოვამ განცხადება პოლიციაში შეიტანა.

„საქმე გაიხსნა, თუმცა გავაფრთხილე სამართალდამცველები, რომ სატელეფონო საუბარი ჩაწერილი არ გვქონია. რეზერვიც კი მხოლოდ სიტყვიერი იყო,“ – წერს სამოროტოვა და აღნიშნავს, რომ ასე დამცირებულად თავი აქამდე არ უგრძვნია.

მოგვიანებით მან დაწერა, რომ დაუკავშირდა Sagardi-ს რესტორნების მფლობელი ინიაკე ვინიასპრე, ბოდიში მოუხადა მენეჯერის საქციელის გამო და განუცხადა, რომ კლუბში ეროვნების მიხედვით არ არჩევენ სტუმრებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g