LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის მერია ელექტრო ტრანსპორტის მყიდველებს ფულით დაეხმარება (გარდა ელექტრომობილისა)

73
madridcityhallnews

ესპანეთის დედაქალაქში გადაწყვიტეს, რომ ეკოლოგიური ტრანსპორტის პოპულარიზაციას ხელი ყველანაირად შეუწყონ. სწორედ ამიტომ, ელექტრონული სატრანსპორტო საშუალების შეძენისას მფლობელს ღირებულების 50% უკან დაუბრუნდება. საუბარია ელექტრო სკუტერებზე, ველოსიპედებზე, მოპედებზე, მოტოციკლეტებზე, ანუ ყველაფერზე გარდა ელექტრო ავტომობილისა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პროექტი მადრიდში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას მაქსიმალურად შეამცირებს. პროგრამაში ვერ მოხვდა ელექტრომობილი, რადგან მთავრობის მიზანი ქუჩებში საცობების შემცირებაცაა. გარდა ამისა, სიახლე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განტვირთვასაც დაეხმარება, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გათვალისწინებით ადგილობრივები შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ – 150 ევრო – სკუტერისთვის, 500 ევრო – ველოსიპედისთვის, 600 ევრო – მოპედისთვის და 750 ევრო– მოტოციკლეტისთვის.

პროექტი ძალაში აგვისტოდან შევა და მთავრობა კომპენსაციის სახით 2,5 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, 2021 წლისთვის დამატებით 3 მილიონი ევრო განისაზღვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g