LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის მეტროს ძველი ნაგვის ურნები წიგნის თაროებად გადააკეთეს

121
Metroteca-vert-1-1024x683

მადრიდის მეტროში თვითმომსახურების ბიბლიოთეკა გაჩნდა. ამ ბიბლიოთეკისთვის წიგნის თაროები კი იმ ნაგვის ურნებისგან დაამზადეს, რომელიც ადრე სადგურებზე იდგა. სიახლის შესახებ madrid secreto წერს.

პირველი ბიბლიოთეკა, რომელიც ნაგვის ურნებისგანაა დამზადებული მეტროში 14 მაისს გაიხსნა. წიგნების გადაფურცვლა ადგილზეც შეიძლება და მათი სახლში წაღებაც ნებადართულია, მხოლოდ იმ პირობით რომ უკან დააბრუნებენ ან სხვა წიგნით ჩაანაცვლებენ. თუმცა, ჩანაცვლებისთვის მკითხველებს სთხოვენ, რომ სასწავლო ლიტერატურას არ მოიტანონ.

ინიციატივის მიზანი – კითხვის პოპულარიზაცია და ძველი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის შეძენაა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბიბლიოთეკა ცოტა ხნის წინ ბუქარესტის მეტროშიც გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები