LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდთან „ცხოველების ავტობანი“ შენდება – უნიკალური მწვანე ხიდი გზაზე

107
ქირიას NEWS შაბლონი (3)

ესპანეთში, მადრიდის მიმდებარედ, მიმდინარეობს უჩვეულო ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა – ველური ცხოველებისთვის განკუთვნილი სპეციალური ხიდი, რომელიც ტრასა M 607-ს გადაკვეთს და ორ მწვანე ზონას ერთმანეთთან დააკავშირებს.

როგორც გამოცემა Madrid Secreto წერს, „ცხოველების ავტობანი“ მხოლოდ ველური ცხოველებისთვის იქნება და მის გამოყენებას ვერც ავტომობილები და ვერც ადამიანები შეძლებენ. 137 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის კონსტრუქცია დაფარული იქნება დაახლოებით ორი მეტრის სისქის მიწის ფენით და გაფორმდება ადგილობრივი მცენარეებით – მუხით, როზმარინით, ველური ვარდითა და სხვა ხმელთაშუაზღვისპირეთის ბუჩქებით. მიზანია, რომ ცხოველებისთვის ეს ხიდი ბუნებრივი გარემოს გაგრძელებად აღიქმებოდეს.

პროექტი ეკოლოგიური ორგანიზაციების ინიციატივით ხორციელდება. მათი თქმით, აღნიშნული გზა დიდი ხანია არღვევს ცხოველების ბუნებრივი მიგრაციის მარშრუტებს, განსაკუთრებით გარეული ღორების, ირმების და მელიების.

ხიდის ორივე მხარეს განთავსდება დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლის ხის ბარიერები, რომლებიც ცხოველებს გადაადგილებაში დაეხმარება და დაიცავს მათ ტრასის ხმაურისა და ავტომობილების განათებისგან.

ეკოლოგები ვარაუდობენ, რომ ხიდის ამოქმედებიდან სამ წელიწადში ამ ტერიტორიაზე ჩლიქოსანი ცხოველების პოპულაცია შესაძლოა ორჯერ გაიზარდოს.
 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები