ესპანეთის დედაქალაქში უზარმაზარი ეკრანი გადაადგილდება და კინოჩვენებები პირდაპირ ქუჩაში ეწყობა. ფილმის საყურებლად მადრიდელებს სახლის დატოვება არ სჭირდებათ და შეუძლიათ კინოს თვალი საკუთარი აივნებიდან ადევნონ.
ეკრანი დამონტაჟებულია სპეციალურ ავტომობილზე, რომელიც ლოკაციას ყოველ დღე იცვლის და ღია კინოთეატრი სხვადასხვა უბნებში ეწყობა.
აღსანიშნავია, რომ უჩვეულო იდეა მადრიდელებს ძალიან მოსწონთ. ფილმის საყურებლად მთელი სამეზობლო ერთად იკრიბება და თვითიზოლაციის პირობებში არაჩვეულებრივ დროს ატარებს.
n