LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის „რეალი“ და დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაცია პარტნიორები გახდნენ

125
12

კამპანიის „ეწვიე დუბაის“ (Visit Dubai) მწარმოებელი დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციასა (DCTCM) და ესპანეთის საფეხბურთო კლუბის მადრიდის „რეალს“ შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ისამ ქაზიმმა და მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მოაწერეს.

მხარეების თქმით, ეს პარტნიორობა უამრავ საინტერესო აქტივობას, უნიკალურ გამოცდილებასა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰპირდება როგორც საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარს, ისე დუბაის ვიზიტორებს.

მადრიდის „რეალის“ კაცთა და ქალთა საფეხბურთო გუნდების მხარდაჭერის გარდა, სტადიონზე „სანტიაგო ბერნაბეუ“ გულშემატკივრებს დუბაის ატმოსფეროს შექმნით უმაღლესი სტანდარტების სერვისებს შესთავაზებენ, თავად დუბაიში კი ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი თემატური პარკი გაიხსნება, სადაც ვიზიტორებს დახვდებათ მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებული სხვადასხვა ატრაქციონი, მუზეუმი, საფეხბურთო მოედნები, სასუვენირე მაღაზიები და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები