მადრიდი დამთვალიერებლებისთვის 23 სასახლის კარებს გახსნის. ესპანეთის დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სულ რამდენიმე თვით, აპრილიდან ივლისამდე, ვიზიტორებს უნიკალური ობიექტების ნახვის საშუალება მისცეს.
პროგრამა „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასახლეში“ – მხოლოდ სასახლეების მონახულებას არ გულისხმობს და ის ასევე საინტერესო კონცერტებს, კონფერენციებსა და თეატრალურ შოუებსაც მოიცავს. იმისათვის, რომ მსურველებმა მადრიდის სასახლეების დათვალიერება შეძლონ სპეციალურ საიტზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ადგილები შეზღუდულია, ამიტომ თუკი მადრიდში მოხვედრას გეგმავთ, მაშინ აუცილებლად იჩქარეთ.