LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდული ფინალი არ იქნება: ვის რა გზა შეხვდა ფინალამდე

103

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის ნახევარფინალური წყვილები წილისყრამ გაარკვია.

 

2 და 10 მაისი
რეალი – ატლეტიკო

3 და 9 მაისი
მონაკო – იუვენტუსი

წილისყრის დროს ამოღებული პირველი გუნდები პირველ მატჩებს შინ გამართავენ.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრები 2 და 3 მაისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები – ერთი კვირის შემდეგ.

გარდა ამისა, გაირკვა ფინალის ნომინალური მასპინძელი გუნდი. ეს მონაკოსა და იუვეს შორის გამარჯვებული იქნება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი უელსში, ქალაქ კარდიფში 3 ივნისს ჩატარდება.

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა ჩემპიონთა თასი უელსურ დელეგაციას გადასცა.

„მონაკო“ და „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 1997/98 წლების სეზონში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ „ბიანკონერიმ“ ჯამში 6:4 მოიგო – 4:1 შინ და 2:3 გასვლაზე.

„რეალისა“ და „ტლეტიკოს“ დაპირისპირება ჩემპიონთა თასზე მეხუთე იქნება. ბოლო ორი ალბათ ყველას გახსოვთ. მადრიდელები ლიგის ფინალში ორჯერ შევხდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ ფრედ ითამაშეს. ერთხელ დამატებით დროში და ბოლო ფინალში პენალტებით გამარჯვება ორივეჯერ „რეალს“ დარჩა. სხვათა შორის, „ატლეტიკოს“ არასოდეს გაუვლია „სამეფო კლუბის“ ბარიერი.

 

ევროპალიგა

სელტა – მანჩესტერი
აიაქსი – ლიონი

ევროპალიგის პირველი ნახევარფინალები 4 მაისს ამსტერდამსა და ვიგოში გაიმართება, საპასუხო ერთი კვირის შემდეგ ლიონსა და მანჩესტერში.
ფინალი სტოკჰოლმში, 24 მაისს ჩატარდება.
ნომინალური მასპინძელი იქნება აიაქსი-ლიონის წყვილში გამარჯვებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g