LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაესტროს” საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს

72

“მაესტროს” საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სოციალური ქსელით გავრცელებული მასალა – კადრები გია გაჩეჩილაძის პროექტიდან “საკანი ნომერი 5”, ეთერში არ გასულა.

„სოციალური ქსელით ვრცელდება დამონტაჟებული ვიდეომასალა, რომელიც ასახავს თითქოს „მაესტრომ“ შუადღის ეთერში გიორგი გაჩეჩილაძის მონაწილეობით არქივის კადრები გაუშვა (რეალური შოუდან „საკანი N5“ (2009)).

ეს არის დამონტაჟებული ვიდეო, რომელიც არხის ეთერში არ გასულა და მიზნად ისახავს საინფორმაციო სამსახურის დისკრედიტაციას!“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „მაესტროს“ „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g