LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველთვის გვქონდა შეკითხვები უცნობის არხზე დაბრუნების შესახებ და დირექტორის წასვლამ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩინა – „მაესტროს“ ჟურნალისტების განცხადება

104
787878

„მაესტროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვაკო ავალიანმა დღეს თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ავალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ვაკო ავალიანი ამბობს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არხზე უცნობის მისვლამ და არხის ახალმა პრიორიტეტებმა გადააწყვეტინა.

ვაკო ავალიანის წასვლის შემდეგ „მაესტროს“ ჟურნალისტებმა საგანგებო აგნცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენ ყოველთვის გვქონდა შეკითვები გია გაჩეჩილაძის არხზე დაბრუნების შესახებ და დირექტორის წასვლამ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩინა.

თუნდაც რა იგულისხმება პრიოპრიტეტების ცვლილებაში.

ჩვენ, „მაესტროს“ გუნდს ამ შეკითხვაზე პასუხი არ გვაქვს.

გვითხრეს მხოლოდ ის, რომ გია გაჩეჩილაძეს არხზე მოაქვს საკუთარი პროექტები ე.წ. აუთსორსით და მას ახალი ამბების რედაქციასთან და მის პოლიტიკასთან შეხება არ ექნება.

ჟურნალისტები ველოდებით პასუხს კითვებზე არხის მფლობელისგან და დამფუძნებლებისგან.

ჩვენ გიყვებით ამბებს ისე, როგორც აქამდე გიყვებოდით.

გაიგეთ ამბები „მაესტროზე“. – აღნიშნულია „მაესტროს“ ჟურნალისტების გამნცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები