LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაესტროს” წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა

104

ტელეკომპანია “მაესტროს” წილის მფლობელებთან დაკავშირებით ცვლილებებია. არხის წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) გახდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ამონაწერის მიხედვით, გაჩეჩილაძე ამჟამად შპს “სტუდია მაესტროს” წილების 55 %-ს ფლობს.

რაც შეეხება სხვა მეწილეებს, რეესტრში, 2 თებერვალს გატარებული ამონაწერით, აქტივების 15 %-ის მესაკუთრე მამუკა ღლონტი, 5 %-ის ეკატერინე აკობია, დანარჩენი 25 %-ის კი – მაკა ასათიანია.

აღსანიშნავია, რომ ამონაწერის მიხედვით, “გია გაჩეჩილაძეს არ აქვს უფლება გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული 25 % წილი შპს “სტუდია მაესტროს” კაპიტალში ყველა პარტნიორის თანხმობის გარეშე”.

 

წყარო : “ინტერპრესნიუსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g