LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგაზე რთულია ლაპარაკი, ერთი სიტყვით ვიტყვი“ – ატირებული დათო ხუჯაძე „ნოესთან“

1015
xujadzeee

მომღერალმა დათო ხუჯაძემ მამაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა და „ნოესთან“ სტუმრობისას ატირდა. მან ჯერ მამის მუსიკალური წარსულის გაიხსენა, შემდეგ კი მამა დაახასიათა.

„მამაჩემმა ყველაფერი გამიკეთა და მარტო მე კი არა, ამ ქვეყანასაც რაღაც გაუკეთა. გარკვეულწილად, გიშრის კულტურა საქართველოში, მამაჩემის აღმოჩენილია. ოკრიბის მთებშია ეს წიაღისეული, მეზობელმა ტყიდან წამოიღო ეს ქვა, მამაჩემი იუველირი იყო და ანახა ეს ქვა. მამაჩემი დაჯდა, დაიწყო რაღაცების კეთება და გამოიყვანა ის ფორმები რაც დღეს არის. ეს ყველაფერი მამაჩემის გამოგონილია“ – ამბობს მომღერალი და კითხვაზე, როგორი მამა იყო?, პასუხის გაცემა უჭირს.

„მაგაზე რთულია ლაპარაკი, ერთი სიტყვით ვიტყვი, რომ გარშემო ვინც მყავდნენ ბიჭები ეძახდნენ ერასტიჩს, მამამისის სახელს. კარგი კაცი იყო, წესიერი, პატიოსანი და მშრომელი, რასაც მიაღწია თავისით მიაღწია. სოფლიდან ჩამოვიდა 18 წლის, ჩააბარა თეატრალურში და ყველაფერს თავისით მიაღწია, ამის შემხედვარე მეც ასე გავიზარდე. მეც მისგან შევიყვარე შრომა“, – ახასიათებს მამას დათო ხუჯაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g