მაგდა პაპიძე ითხოვს, სიკვდილით დასაჯონ. ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ არ აქვს სიცოცხლის და უვადო პატიმრობის პრეტენზია.
”მე თუ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ვიქნები, არ მაქვს სიცოცხლის პრეტენზია. არ მაქვს პრეზენტაცია არც უვადო პატიმრობაზე. მე დენის სკამისთვისაც მზად ვარ. გააკეთოს ეს სახელმწიფომ ჩემთვის. მზად ვარ ერმა მომიშვიროს ტყვია. არ მაქვს პრეტენზია ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, რადგან ეს საშუალება არ მომეცა. დაკავების დღიდან ვიბრძვი სიმართლისთვის, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. გთხოვთ, ასეთი საშიში მოქალაქე არ დატოვოთ ცოცხალი. გთხოვთ ზემდგომ ორგანოებს, ვთხოვ ჩემს პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ასეთი ადამიანი არ დატოვოს ცოცხალი”, – განაცხადა მაგდა პაპიძემ.
დღეს გახდება ცნობილი, რამდენწლიანი პატიმრობა მიესჯება პაპიძეს ჩადენილი დანაშაულისთვის.