LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაგდა პაპიძე, შენ ხარ მკვლელი! – ლილი მინდიკაური

380

„მაგდა პაპიძე, შენ ხარ მკვლელი“! – ასე მიმართა მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედამ რძალს, რომელსაც ქმრისა და შვილის მკვლელობაში ედება ბრალი.

სასამართლო სხდომაზე ლილი (დარეჯან) მინდიკაურსა და მაგდა პაპიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მოკლულის დედა მოითხოვს, მის რძალს სამუდამო პატიმრობა შეუფარდონ.

„მაგდა პაპიძე შენ ხარ მკვლელი. მოვითხოვ სასამართლოსგან, რომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. მაინტერესებს, მაგდა, 6 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც თუ გაგახსენდა თოკო, ერთხელ მაინც თუ დაგსიზმრებია? შენ საკუთარი შვილი საკუთარი ხელებით გაგუდე“, – მიმართა მაგდა პაპიძეს მინდიკაურმა.

magti 5g