LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი აქციის ფონზე ჩაივლის – ადვოკატს პროგნოზის გაკეთება უჭირს

56
სდგეწ

გადაწყდება, თუ არა პოლიტიკური უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საკითხი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლო სავარაუდოდ მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას გადასინჯავს. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილს პროგნოზის გაკეთება უჭირს,თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილს პროგნოზის გაკეთება უჭირს, რადგან მიიჩნევს, რომ მელიას საქმე ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

“მხარეების მიერ წარდგენილ შუამდგომლობებს განიხილავს სასამართლო. ჩვენ უკვე წარვადგინეთ წინასასამართლო პროცესი ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. 17 აპრილამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე. მოსამართლე ამ პროცესზე განიხილავს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული პატიმრობის განგრძობადობის საკითხს. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინს, ძალიან გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება”.- აღნიშნა გიორგი კონდახაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები აქცია პერფომანსს გამართავენ. აქციის მონაწილეთა შეფასებით მელიას დაკავება პოლიტიკური დევნაა, ამიტომ სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ შეცვლას მოითხოვენ.

“ნაცმოძრაობის” ლიდერი, პარტიის ოფისში, 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ აიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები